Wednesday, October 28, 2009
ადამიანის მოვალეობები
გაკვეთილის გეგმა
1.გაკვეთილის თემა - ,,ადამიანის მოვალეობები"
2 კლასი – IX
3. საგანი – სამოქალაქო განათლება.
4. მასწავლებელი – ანა ლიპარტელიანი.
5. მოსწავლეთა რაოდენობა – 31 მოსწავლე.
6. გაკვეთილის მიზნები:
1) საზოგადოებრივ ცხოვრებაში ადამიანის მოვალეობების როლის გააზრება.
2) შეძენილი ცოდნის საფუძველზე ახნან კავშირი უფლებებსა და მოვალეობებს შორის იმსჯელონ საქართველოს მოქალაქის უფლებებსა და კონსტიტუციურ მოვალეობებზე.
3) გამოიკვლიონ საზოგადოებაში სამართლიანი ურთიერთობების ხელის შემშლელი და ხელშემწყობი ფაქტორები.
4) მოსწავლეთა ჩართვა მოდელირებულ სიტუაციაში და იმიტირებულ სასამართლო პროცესში.
5) საკუთარი მოსაზრების წარმოდგენის, კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის და დისკუსიის უნარის განვითარება.
ამ გაკვეთილის შემდეგ მოსწავლეები შეძლებენ:
1)ახსნან რატომ არის საჭირო წესების და კანონების დაცვა, ასახელებენ იმ საშიშროებას, რაც მოსდევს არაკანონიერ ქმედებას.
2) განსაზღვრონ პრობლემური საკითხები, მათი გადაჭრის საშუალებები და გამოიყენონ პრაქტიკულ სავარჯიშოში მიღებული ცოდნა.
3)ახსნან რა მოსდევს მოვალეობების შეუსრულებლობას, გაუჩნდეთ რწმენა, რომ კანონმორჩილება უზრუნველყოფს წესრიგს, სამართლიანობას, ტოლერანტ და ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბებას.
7. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ ინდიკატორები.
1) მოსწავლე მსჯელობს საქართველოს მოქალაქის უფლებებზე, თავისუფლებებსა და კონსტიტუციურ მოვალეობებზე.
ა) ადარებს საქ-ოს კონსტიტუციურ უფლებებს, ადამიანის უფლებების საერთაშორისო დეკლარაციის დებულებებთან.
ბ) მონაწილეობს დისკუსიებში ,,რა მოხდებოდა ყველას რომ ჰქონდეს მხოლოდ უფლება და არ გაჩნდეს მოვალეობა?" ,,საჭიროა თუ არა პასუხისმგებლობა და რისთვის?"
გ) მონაწილეობს დისკუსიაში ,,მოვალეობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მეგობრობა" და იკვლევს მოვალეობებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
2) იკვლევს საზოგადოებრივ სამართლიანი ურთიერთობების ხელის შემშლელ და ხელშემწყობ ფაქტორებს.
ა) ხსნის თუ რატომ ევალება პიროვნებას კანონის დაცვა, ასახელებს იმ საშიშროებას, რაც მოსდევს არაკანონიერ ქმედებას.
ინდიკატორების შესრულების საშუალებები: ცოდნის შესამოწმებელი კითხვები, როლური თამაში, იმიტირებული სასამართლო პროცესი, ჯგუფური სავარჯიშო, გონებრივი იერიში, სიტუაციური ამოცანა, დისკუსია.
8. თანმიმდევრობა. (აქტივობა და დრო) საჭირო დრო : 1 გაკვეთილი
1) გონებრივი იერიში (ცოდნის შესამოწმებელი კითხვები)- 15 წუთი
2) სიტუაციური ამოცანის და თამაშის წესების გაცნობა – 5 წთ.
3) იმიტირებული სასამართლო პროცესი – 15 წთ
4) ინდივიდუალური მუშაობა – 5 წთ
5) გაკვეთილის შეჯამება – 5წთ
1)გონებრივი იერიში.
მასწავლებელი სვამს ცოდნის შესანარჩუნებელ კითხვებს. ( იხწსენებენ შესწავლილ მასალას) რა არის უფლება? მოვალეობა? რა მოხდებოდა ყველას რომ ჰქონდეს უფლება და მოვალეობა არა? საჭიროა თუ არა პასუხისმგებლობა? იმსჯელებენ და ისაუბრებენ იმაზე თუ რა მოვალეობებს აკისრებს მოქალაქეებს კონსტიტუცია. და შეთავაზებულ უფლებებს შეუსაბამებენ შესაბამის მოვალეობებს. ისაუბრებენ იმ სავარაუდო შედეგებზე, რაც მოსდევს წესების, (ოჯახის წესები, სკოლის წესები) კანონების და ზნე-ჩვეულებების დარღვევას. ერთმანეთს შეადარებენ საზოგადოებას სადაც იცავენ მოვალეობებს და საზოგადოებას სადაც არ ასრულებენ მოვალეობებს. (სამართლიან და უსამართლო საზ.- ბას).
ამ მეთოდის გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლის ინდივიდუალურ აქტივობას სა საერთო საქმეში მონაწილეობის გზით ხდება პრობლემის გადაწყვეტა. ბოლოს რწმუნდებიან იმაში, რომ კანონმორჩილება უზრუნველყოფს წესრიგს, სამართლლიანობას; რომ კანონი უზენაესია და იგი ერთია ყველასთვის.
2)სიტუაციური ამოცანის და თამაშის წესების გაცნობა
საგაკვეთილო თემასთან დაკავშირებით მოსწავლეები გაითამასებენ სიტუაციას, მასწავლებლის მიერ მიწოდებულ თემაზე: "ცხოვრებაში მოვალეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მეგობრობა." (თამაში "თუ"-ს გარეშე, მოსწავლეები მოაწყობენ პატარა იმპროვიზირებულ წარმოდგენას, რომლის მიზანია კონკრეტული სიტუაციის და ამბის გაცოცხლება, იგი საშიალებას იძლევა უკეთ წარმოვიდგინოთ, გავიაზროთ და გავაანალიზოთ მოცემული ამოცანა. კლასი დაყოფილია 3 ჯგუფად
I ჯგუფი_ ევალება ამტკიცოს, რომ მეეგობრობა უფრო მნიშვნელოვანია (მეგობრის დამცველი)
II ჯგუფი_ ევალება ამტკიცოს, რომ მოვალეობა უფრო მნიშვნელოვანია (პოლიციელის დამცველი)
III ჯგუფი_ საარბიტრაჯო სასამართლო, ისმენს მხარეთა პოზიციას, ინიშნავს და აფასებს მათ არგუმენტებს და მათზე დაყრდნობით გამოაქვს საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც უნდა იყოს დასაბუთებული და სამართლიანი. გაკვეთილის ბოლოს შეაფასებენ თანაკლასელებს.
3)იმიტირებული სასამართლო პროცესი. დებატები.
მორალური და სამართლებრივი დილემის მაგალითზე გაიმართება დებატები, მოსწავლეები აანალიზებენ ფაქტებს , იღებენ გარკვეულ გადაწყვეტილებას, ასაბუთებენ მას და განსაზღვრავენ შედეგს. გამოიყენებენ თეორიულ ცოდნას პრაქტიკულ სავარჯიშოში, საარბიტრაჟო სასამართლოს გამოაქვს საბოლოო გადაწყვეტილება რომლის საფუძველზეც მოდავე მხარეები ზოგადად თანხმდებიან და წყდება კამათი.
სასამართლო პროცესი და დებატები ხელს უწყობს ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, როგორიცაა აქტიური მოსმენა. საკუთარი აზრის გამოთქმა და არგუმენტაცია, მსჯელობა, სხვისი მოსმენის გათვალისწინება, განსაზღვრული აზრის გაზიარების უნარი. ბოლოს მასწავლებელი შეაჯამებს კამათს.
4)ინდივიდუალური მუშაობა, გონებრივი იერიში.
მასწავლებელი დასვავს შეკითხვებს ღიად დარჩენილ საკითხებთან დაკავშირებით, მსახიობები იმსჯელებენ საკუთარ გრძნობებზე - რამდენმად მისაღებია მათთვის პრობლემის ამგვარი გადაწყვეტა.მასწავლებელი ატარებს პლებისტიცტს კითხვაზე: "მსგავს შემთხვევაში რამდენი თქვენდაგვანი დააკავებდა საუკეთესო მეგობარს?"
შემოთავაზებულ თემასტან დაკავშირებით წარმოდგენილი იქნება დაუსრულებული წინადადებები.
მე ის მაწუხებს,რომ. . .
მე ვინატრებდი. . .
მე რომ შემეძლოს მსოფლიოში თითოეულისათვის მესწავ ლებინა ერთი რაღაც, ეს იქნებოდა. . .
წინადადებებს დაასრულებენ ბავშვები წერენ ფერად ფურცლებზე და დააწებებენ წინასწარ გამზადებულ ფორმატის ქაღალდზე. დაუსრულებელი წინადადებები იკვლევს მოსწავლეთა გრძნობებს, ეხმარება მათ გადაწყვეტილების სწრაფ და დამოუკიდებელ მიღებასი. უბიძგებს მოსწავლეს კანონმორჩილ და ტოლერანტ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში.
5)გაკვეთილის შეჯამება.
რა დასკვნები გამოვიტანეთ მეცადინეობიდან?
რა დაგვამახსოვრდა ყველაზე ძალიან?
გაკვეთილის რომელი ნაწილი მომეწონა ყველაზე ძალიან?
საშინაო დავალება: ,,წესრიგი და კანონები რომლებსაც ვაპროტესტებ ოჯახში, სკოლაში, სახელმწიფოში."
6)მოსწავლეთა თვითშეფასება ა) გამართულად და დამაჯერებლად პასუხობდა მოსწავლეები .
ბ) დისკუსიაში მობილიზებულობა და არგუმენტებით მსჯელობა.
მასწავლებლის შეფასება – მიზნიდან გამომდინარე უნარები და ცოდნა. შეფასება რუბრიკებით.
Subscribe to:
Posts (Atom)